ტრენინგი დავიწყეთ გამეორებით.
შევქმენით ფასილიტაციის რესურსი
.გადავხედეთ პორტფოლიოს და თითოეულ ჩვენ საქაღალდეს დავარქვით შესაბამისი სახელი.
საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში.
ავტვირთეთ მისამართის ლინკი.
ლინკი გადავიტანეთ ბლოგზე
სიის გაჯეტი.
Sunday, February 28, 2016
Saturday, February 27, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
ტრენინგი დავიწყეტ წინა მასალის გამეორებით.ასევე განვიხილეთ ყველანაირი მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება,გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიის გათვალისწინებით.ასევე ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე და მივყევით მსვლელობებს
Sunday, February 21, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,გადავხედეთ გეგმებს მივიღეთ საშინაო დავალება მოვიფიქროთ სასწავლო პროცედურები.გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია.ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკაზე.
Saturday, February 20, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგის მეხუთე დღეს გავიმეორეთ წინა მასალა.შემდეგ ვისწავლეთ თუ როგორ უნდა დავიცვათ საავტორო უფლებები ჩვენს მიერ გამოყენებულ სურათზე ,ვიდეოსა ტუ სხვა მასალაზე.გავეცანით ერთმანეთის ბლოგებს და დავუწერეთ კომენტარები.შევქმენით მოსწავლის ბლოგის ნიმუში,სადაც შევისწავლეთ ბლოგის მენიუს წაშლა აღდგენა,ფონის შეცვლა,სურათის ჩასმა,გაჯეტში სურათის ჩასმა - გადაადგილება და გამოკითხვის რუბრიკა გავაკეთეთ.
Sunday, February 14, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის მეოთხე დღეს შევისწავლეთ და გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდს.შევადგინეთ დროის ჩარჩო თუ როგორ შევაფასებთ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე ,როგორ მუშაობენ პროექტზე,როგორ ასრულებენ დავალებებს.როგორ შევაფასებ პროექტის დასრულების შემდეგ.ასევე შევადგინეთ თუ რა საბაზო უნარ ჩვევებს უნდა ფლობდეს მოსწავლე.ასევე შევქმენით პროექტის პორტფოლიო და როგორ უნდა გავაკეთოთ მისი პრეზენტაცია.
Saturday, February 13, 2016
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი იყო.გავიმეორეთ ძველი მასალა.ვისწავლეთ თუ როგორ შევადგინოთ გეგმა,როგორ გამოვიყენოთ გეგმაზე მუშაობისას.სტანდარტი აუცილებლად კავშირში უნდა იყოს მიზანთან და XXI-ე საუკუნის უნარ-ჩვევებთან.თემატური და შინაარსობლივი კითხვები უნდა გადიოდეს მიზანზე.გამოვიყენოთ ბლუმის ტაქსონომიის ზმნები
Sunday, February 7, 2016
ტრენინგის მეორე დღე
ტრენინგის მეორე დღე კიდევ უფრო ნაყოფიერი იყო,ტრენინგის მეორე დღე დავიწყეთ პირველი დღის გამეორებით,შემდეგ გადავინაცვლეთ ვორდში და ძირფესვიანად შევისწავლეთ ბუკლეტის დამზადება რასაც წარმატებით გამოვიყენებ პროექტებზე მუშაობისას ნებისმიერ კლასში.
Saturday, February 6, 2016
ტრენინგის პირველი დღე
ტრენინგის პირველ დღეს გავეცანი ტრენინგის გეგმას,გავეცანი ინტელის ძირითად კურსს,ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის დღევანდელი ტრენინგი იმ თვალსაზრისით,რომ აუცილებლად დავნერგავ ჩემს პრაქტიკაში.მაგალითად გამოვიყენებ გაკვეთილის დაგეგმვის დროს ასევე და პროექტებზე მუშაობის დროს.ვისწავლე ბლოგის შექმნა.
Subscribe to:
Posts (Atom)